QB კვოტერბეკი
გუნდის ტვინიც და გულიც ერთდროულად. ის მართავს გათამაშებებს, არიგებს პასებს, აწვდის ბურთს მორბენლებს, ზოგჯერ კი თავადაც მირბის წინ. და როცა QB თავად არღვევს დაცვას და აკეთებს ტაჩდაუნს — ეს ვააუ-ა! გაქვს სულ რამდენიმე წამი, რომ გადაწყვიტო: გადააგდო, გადასცე თუ თავად გარბოდე. ვერ მოასწარი — სეკი (sack), და რესპექტი უკვე შენ აღარ გეკუთვნის. მაგრამ QB მარტო ყველაფერს ვერ აკეთებს — აქ ჩნდებიან მისი ერთგული დამხმარეები: რანინბეკები (RB) და რესივერები (WR).








